“ბარსელონასა” და საფრანგეთის ნაკრების მცველი, ლუკა დინი “ინტერის” რადარზე მოხვდა.
Calciomercato-ს ინფორმაციით, ენრიკე დალბერტთან მოლაპარაკების პროცესში განცდილი წარუმატებლობის შემდეგ, მილანური კლუბი 23 წლის განაპირა მცველის ტრანსფერზე გადაერთო.
2016/17 წლების სეზონში დინმა 17 მატჩში მიიღო მონაწილეობა. აქედან 14-ჯერ მან შეხვედრა ძირითად შემადგენლობაში დაიწყო.