“ბეტისის” პრეზიდენტმა, ანხელ არომ დანიელ სებალიოსის მიმართ “ბარსელონასა” და “რეალის” ინტერესი დაადასტურა.
“სებალიოსის შენარჩუნებაზე ვმუშაობთ. სიმართლეა, რომ “ბარსელონამ” და “რეალმა” მისი ტრანსფერის თაობაზე დაგვირეკეს. სანამ თავად დანიელი არ გვეტყვის, რომ “ბეტისის” დატოვება სურს, ის კლუბის მოთამაშედ ჩაითვლება.
დანიელი 2 კვირით დაისვენებს, მაგრამ ველით, რომ გადაწყვეტილებას უფრო ადრე მიიღებს. ეს მხოლოდ ფეხბურთელის არჩევანი იქნება.”-ციტირებს აროს სიტყვებს Goal.
