საერთაშორისო სპორტული კვლევების ცენტრმა, CIES-მა ევროპის ყველაზე სტაბილური გუნდების რეიტინგი შეადგინა.
რეიტინგის განმსაზღვრელი ძირითადი მაჩვენებელი დემონსტრირებს ფეხბურთელების მიერ, ერთი კლუბის შემადგენლობაში ჩატარებული სეზონების რაოდენობას, ეს კი თავის მხრივ მათ შეთამაშებაზე მიუთითებს.
პირველი ადგილი მოსკოვის “ცსკა”-მ დაიკავა (6,28), რომელსაც შვედური “ნორჩეპინგი” მოსდევს – 5,34. ტოპ-5 ჩემპიონატის გუნდებს შორის ლიდერი “ბარსელონა” აღმოჩნდა – 4,97. კატალონიურ გრანდს აღნიშნულ რეიტინში მე-3 ადგილი ერგო.


