“ბარსელონას” ნახევარმცველის, არდა თურანის აგენტმა, აჰმეთ ბულუთმა თავისი განცხადებით “ბლაუგრანა” საგონებელში ჩააგდო, იტყობინება Mundo Deportivo.
თურქი ფეხბურთელის წარმომადგენელმა განაცხადა: “არდა “ბარსელონაში” რჩება. მას 3-წლიანი კონტრაქტი აქვს, 12 ივლისს კი თურანი გუნდის სავარჯიშო ბაზას დაუბრუნდება. ამ თემაზე ახალი არაფერია.”
ეს განცხადება “ბარსას” მიზნებს ეწინააღმდეგება, რომელიც თურანის გაყიდვით გარკვეული თანხის გამომუშავებას გეგმავს.
