მადრიდის “რეალის” ყოფილმა ფეხბურთელმა, ალვარო არბელოამ ჟერარ პიკესთან დაკავშირებით საინტერესო კომენტარი გააკეთა და ამავდროულად, ლეო მესი შეაქო.
“ჟერარ პიკესთან განსაკუთრებული ურთიერთობა არ მაქვს. მასთან არ ვისადილებდი – ამას მეგობრებთან ერთად გავაკეთებდი.
მესისა და “ბარსელონას” ახალი ხელშეკრულება? ეს კარგი ინფორმაციაა. კრიშტიანუსთან ერთად არგენტინელი კვლავ საუკეთესოა.”-განაცხადა არბელოამ Marca-სთან ინტერვიუში.
