“ბარსელონას” მეკარემ, მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე 2016/17 წლების სეზონი შეაჯამა, ქომაგებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ სამომავლოდ კლუბი ყველა ტიტულისთვის იბრძოლებს.
“2016/17 წლების სეზონში “ბარსელონას” მაისურით 46 მატჩი ჩავატარე, რაც ჩემი პირადი რეკორდია. წინა კლუბში, მიონხენგლადბახის “ბორუსიას” შემადგენლობაში, 45-ჯერ ვითამაშე, ასე რომ საუკეთესო მაჩვენებელი ერთით გავაუმჯობესე. აგრეთვე, კატალონიურ გრანდს ესპანეთის სუპერ თასისა და ქვეყნის სამეფო თასის მოპოვებაში დავეხმარე.
თუმცა, ლა ლიგაში, 3 ქულით, ძლიერ ოპონენტთან დავმარცხდით, რომელმაც გამარჯვება დაიმსახურა. მომდევნო სეზონში ამ ტიტულის დაბრუნება გვსურს, წარმატებისთვის კი ყველაფერს გავაკეთებთ! ჩემპიონთა ლიგაზე ისტორია დავწერეთ, პსჟ-სთან 6:1 მოგება არის მომენტი, რომელსაც არასდროს დავივიწყებთ.
“კამპ ნოუზე” გუნდური შემართებისა და მოტივაციის ახალ განზომილებას მივაღწიეთ. მომდევნო სეზონში ერნესტო ვალვერდესთან ერთად ამ ტიტულისთვის, რა თქმა უნდა, ვიბრძოლებთ! ეროვნულ გუნდში წასვლამდე “ბარსელონა” ბედნიერმა დავტოვე, რადგან კლუბთან კონტრაქტი გავახანგრძლივე. ვინც მიცნობს იცის, რომ “ბლაუგრანას” ღირსებას მთელი სულითა და გულით ვიცავ.
ასევე მინდა აღვნიშნო ქომაგების მხარდაჭერა, რამაც იმ ადამიანად მაქცია, ვინც ახლა ვარ. დროა ფეხბურთისგან განვიტვირთო და არდადეგებით დავტკბე. ხანგრძლივი სეზონი გამოდგა, დასვენება კი აუცილებელია. დიდი მადლობა ყველას! მალე შევხვდებით!”-წერს მარკი.
