“ბარსელონას” ხელმძღვანელობა და სამწვრთნელო შტაბი გეგმავს, რომ ხერარდ პიკესთან და სერხი რობერტოსთან კონტრაქტები გაახანგრძლივოს, იტყობინება Mundo Deportivo.
ამ ფეხბურთელების ამჟამინდელი ხელშეკრულება 2019 წლის ზაფხულამდეა ძალაში, ამიტომაც კატალონიური კლუბი ამ საკითხზე დიდად არ ჩქარობს. მაგრამ სხვა მხრივ, “ლურჯ-ბროწეულისფერებს” ესმით, რომ საუბარი საკვანძო ფეხბურთელებზეა. ამიტომაც, კლუბში ახალი სეზონის დასრულებამდე ლოდინი არ სურთ, რათა მოლაპარაკებების პროცესი წარიმართოს. იგეგმება, რომ პიკესთან და რობერტოსთან მოლაპარაკებები ახალი სეზონის სტარტის შემდეგ დაიწყება.
