ცნობილი გახდა ესპანეთის სუპერთასის მატჩების თარიღი, სადაც ერთმანეთს ქვეყნის ჩემპიონი, მადრიდის “რეალი” და თასის მფლობელი, კატალონიის “ბარსელონა” დაუპირისპირდებიან.
როგორც Mundo Deportivo იტყობინება, ტიტულისთვის პირველი თამაში პარასკევს, 11 აგვისტოს, “კამპ ნოუზე” შედგება, სამი დღის შემდეგ, რაც “სამეფო კლუბი” “მანჩესტერ იუნაიტედთან” ევროპის სუპერთასისთვის იბრძოლებს. საპასუხო მატჩი კი ორშაბათს, 14 აგვისტოს შედგება.
