“ბეტისის” ნახევარმცველმა, დანიელ სებალიოსმა თავის მომავალზე საუბრისას განაცხადა, რომ მისი ტრანსფერის საკითხი უახლოესი ორი კვირის განმავლობაში გადაწყდება.
“ჩემი მომავალი? ორი კვირის შემდეგ ყველაფერს გაიგებთ.“-განაცხადა სებალიოსმა.
Bernabeu Digital-მა ახლო წარსულში გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ “ბარსა” დანიელისთვის ბრძოლაში დამარცხდა და ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი “რეალს” შეუერთდება.
