მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბრაზილიური ფეხბურთის ამომავალი ვარსკვლავი “ბარსას” რადარზე

ბრაზილიური ფეხბურთის ამომავალი ვარსკვლავი “ბარსას” რადარზე

UOL იტყობინება, რომ “ბარსელონას” სამწვრთნელო შტაბი “კორინთიანსის” შემტევი ნახევარმცველით, პედრინიოთი დაინტერესდა.

წყაროს ინფორმაციით, კატალონიური კლუბი 19 წლის მოთამაშის გაფორმების პრიორიტეტული უფლების მოპოვებას გეგმავს. ახალგაზრდა ნახევარმცველი ბრაზილიური ფეხბურთის ამომავალ ვარსკვლავად ითვლება.

ესპანურ გრანდს ეს უფლება სავარაუდოდ 2018-2019 წლებში ექნება, მაგრამ “ბარსელონა” შიშობს, რომ სამომავლოდ პედრინიოს სატრანსფერო ღირებულება ორმაგად გაიზრდება.

მოცემულ მომენტში, ბრაზილიური კლუბი პერსპექტიულ მოთამაშეს 10-15 მილიონ ევროდ აფასებს, მისი მიმდინარე კონტრაქტი “კორინთიანსთან” კი 2020 წლის ზაფხულამდეა ვადაში.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში