გავლენიანი ესპანური Football Espana-ს ცნობით, “ბეტისის” ახალგაზრდა ნახევარმცველის, დანი სებალიოსისთვის ბრძოლაში მადრიდის “რეალსა” და კატალონიის “ბარსელონას” ტურინის “იუვენტუსიც” შეუერთდება, რომელიც ასევე თანახმაა ფეხბურთელის სანაცვლოდ 20 მილიონი ევრო გადაიხადოს.
როგორც ესპანურ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, კლუბი ესპანელს არჩევანის გაკეთების უფლებას მისცემს და როგორც დღევანდელ კატალონიურ ჟურნალ-გაზეთებში წავიკითხეთ, სებალიოსს “ბარსელონა” სურს.
ასევე, პრესამ სამშაბათი ტრანსფერის საკვანძო დღედ მონათლა, როცა ლორენცო სერა ფერერი “ბლანკოსის” წარმომადგენლებს შეხვდა ფლეიმეიქერის ბედის განსახილველად.
ცნობილია, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, “ბეტისს” სურს, რომ ფეხბურთელის გაყიდვის შემთხვევაში, მან ერთი სეზონი ისევ სევილიურ კლუბში გაატაროს.