მადრიდის “რეალი” “ბეტისის” ნახევარმცველის, დანიელ სებალიოსისთვის ბრძოლაში “ბარსელონას” დამარცხებას გეგმავს.
AS-ის ინფორმაციით, “სამეფო კლუბის” წარმომადგენლები ანდალუსიაში გაემგზავრნენ რათა “ბეტისს” 20 წლის ნახევარმცველის გაყიდვის თემაზე მოელაპარაკონ. სებალიოსის “ბარსელონაში” ტრანსფერის თავიდან არიდების მიზნით, ესპანეთის ჩემპიონები მზად არიან მოთხოვნილ 15 მილიონზე მეტი თანხა გადაიხადონ.
ყველა დეტალის შეთანხმების შემდეგ “რეალი” გეგმავს, რომ მადრიდში გადაბარგებაში თავად სებალიოსიც დაარწმუნოს.
