მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
რის მიღწევას ცდილობს ლისაბონის “სპორტინგი”?

რის მიღწევას ცდილობს ლისაბონის “სპორტინგი”?

ცოტა არ იყოს უცნაურია ჟერემი მატიეს “სპორტინგის” სავარჯიშო ბაზაზე ხილვა. გამოცდილი მოთამაშე, რომელსაც “ბარსელონასთან” კონტრაქტი აქვს, ლისაბონში სინჯებს გადის, თითქოს ის ახალგაზრდული გუნდის ფეხბურთელია.

ჟერემი მატიე ოფიციალურად “ბარსელონას” ეკუთვნის, მაგრამ ორშაბათს მან “სპორტინგთან” ერთად ვარჯიში დაიწყო. ეს კურიოზული სიტუაცია აიხსნება ჟორჟე ჟესუსის მუშაობის უცნაური მეთოდით. მას თავდაპირველად ფრანგზე დაკვირვება სურს, რის შემდეგაც ტრანსფერის თაობაზე გადაწყვეტილებას მიიღებს.

გამოცემა Sport გვიზიარებს მეორე მოსაზრებასაც. “სპორტინგი” მატიეს ვარჯიშის ფოტოების გავრცელებით “ბარსელონაზე” ზეწოლას ახდენს. კლუბი ფრანგის სანაცვლოდ 1.5-2 მილიონ ევროს ითხოვს, მაგრამ ლისაბონელები მის უფასოდ გაფორმებას ცდილობენ. მხარეები კვლავ მოლაპარაკებას აწარმოებენ. მხოლოდ დრო გვაჩვენებს, თუ სადამდე მიგვიყვანს ეს “თამაში”.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში