workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
რაიკაარდის რეკორდი განმეორებულია

რაიკაარდის რეკორდი განმეორებულია

გუშინ “ბარსელონას” გამარჯვება “ლა ლიგაში” იყო ზედიზედ მე–14, ეს არის კლუბის რეკორდი, რომელიც 2005/06 წლებში რაიკაარდის გუნდმა დაამყარა.  2010/11 წელი არასდროს დაავიწყდება ერთგულ გულშემატკივარს, ეს წელი შესაძლოა წლის ბოლოს, “რეკორდების” წლადაც შეირაცხოს, თითქმის ყველა რეკორდი დაამხო “ბლაუგრანამ”. ეს წელი ლეგენდების წელიწადია.
“ბარსელონამ” წელს “ერკულესთან” წააგო და “მალიორკასთან” ფრე გააგორა , ამის შემდეგ მათ მოუგეს “ვალენსიას” და დაიწყო და დაიწყო გამარჯვებების სერია, რომელიც მე–14 მატჩია უკვე მიმდინარეობს. შემდეგ თამაში კატალონიელებს ალიკანტეს კლუბთან აქვს “ერკულესთან” გასვლაზე, დიდად სავარაუდოა, რომ ეს რეკორდი გაუმჯობესდეს. “ბარსელონამ” ლა ლიგაში წელს 3 – ჯერ მოახერხა თავისი საყვარელი “5–იანის” შესრულება “კამპ ნოუზე”, “სევილიას”, “სოსიედადის” და “რეალლის” წინააღმდეგ.
2005/06 წლებში რაიკაარდის გუნდი რონალდინიოს თაოსნობით საუკეთესო იყო, მათ ლა ლიგა და ჩემპიონთა ლიგა მოიგეს. როდესაც მათ ეს რეკორდი დაამყარეს ბურთების შეფარდება 38 – 6 ჰქონდათ, ხოლო ამავე ეტაპზე გვარდიოლას გუნდს 54 – 6 ჰქონდა. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში