“ბარსელონას” ყოფილმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ დღეს ერიკ გარსიაზე ისაუბრა.
“მე მის შესახებ ბევრი რამ მქონდა გაგებული, მაგრამ მისი თამაშის ხილვის ბედნიერება არ მქონია. მისი გაფორმების შანსი მქონდა, ამ ნაბიჯის გადადგმა მასაც სურდა და ასეც მოხდა.” – განაცხადა ესპანელმა TV3-თან ინტერვიუში.
ერიკ გარსიას ტრანსფერმა, რომელსაც ხელი კარლეს პუიოლმა და ივან დე ლა პენიამაც შეუწყვეს, “ბარსელონაში” დიდი დისკომფორტი გამოიწვია. “სიტიმ” 16 წლის ფეხბურთელში მისი გამოსასყიდი თანხა, 1.5 მილიონი ევრო გადაიხადა.
