მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ნეიმარი: “ფეხბურთზე კონცენტრაცია და ვარჯიში აუცილებელია”

ნეიმარი: “ფეხბურთზე კონცენტრაცია და ვარჯიში აუცილებელია”

“ბარსელონას” თავდამსხმელმა, ნეიმარმა სამომავლოდ “ფლამენგოში” ასპარეზობის სურვილი არ დამალა და საზოგადოებას მისი წარმატების საიდუმლო გაანდო.

“ბრაზილიაში “ფლამენგოს” ღირსებას დავიცავდი. მახსოვს “სანტოსსა” და ამ გუნდს შორის გამართული მატჩი, სადაც მარცხის მიუხედავად მათი ტორსიდა მოთამაშეების მხარდაჭერას არ წყვეტდა.

აუცილებელია ფეხბურთზე კონცენტრაცია, კარგად ვარჯიში და უმნიშვნელო საკითხების დაიგნორება. უნდა ეცადო იყო ბედნიერი მოედანსა და მის ფარგლებს გარეთ. იმისთვის ვცხოვრობთ, რომ ბედნიერები ვიყოთ.

რაღაცებით მაქსიმალურად უნდა ვისარგებლოთ და სიცოცხლით დავტკბეთ.”-განაცხადა ნეიმარმა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში