“ბარსა” განაპირა მცველზე უარს იტყვის?

“ბარსა” განაპირა მცველზე უარს იტყვის?

“ბარსელონა” ზაფხულში შემადგენლობის გვარიანად გაძლიერებას გეგმავს. კატალონიელები ეძებენ ფეხბურთელებს ვინგერის, ცენტრალური ნახევარმცველისა და განაპირა მცველის პოზიციაზე, მაგრამ ბიუჯეტი “ლურჯ-ბროწეულისფრებს” ერთ სატრანსფერო ფანჯარაზე 3 მოთამაშის შეძენის უფლებას არ აძლევს.

კატალონიელებმა თავდამსხმელი უკვე იპოვეს. ეს არის ჟერარ დეულოფეუ, რომლის სატრანსფერო უფლებები კლუბმა 12 მილიონ ევროდ გამოისყიდა. “ბლაუგრანა” ნახევარდაცვას მარკო ვერატით გააძლიერებს, განაპირა მცველის პოზიციაზე კი ექტორ ბელერინი მოიაზრება.

Don Balon იტყობინება, რომ ორი დარჩენილი ტრანსფერის განხორციელება “ბარსას” არ შეუძლია, რის გამოც კლუბი ამ ფეხბურთელებს შორის არჩევანს გააკეთებს. სავარაუდოდ, ესპანეთის ვიცე-ჩემპიონი უარს ექტორ ბელერინზე იტყვის. ხელმძღვანელობა ერნესტო ვალვერდესთან ძირითად შემადგენლობაში ალეიშ ვიდალის დაყენების საკითხს უკვე განიხილავს.

ვიდალის რეზერვისტი სერჟი პალენსია გახდება, რომელიც “ბარსელონა ბ”-ს ღირსებას იცავს. მოცემულ მომენტში, იტალიელი ნახევარმცველის ტრანსფერი “ბარსელონასთვის” პრიორიტეტულია.

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია