ახლო წარსულში გავრცელდა ინფორმაცია ხორხე მერესადმი “ბარსელონას” ინტერესის შესახებ, მაგრამ “სპორტინგის” მცველმა კატალონიურ გრანდსა და მას შორის კონტაქტი უარყო.
მერე ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატის ფინალში განცდილი მარცხით (0:1) აშკარად გაბრაზებული იყო, მაგრამ მან მედიასთან მაინც ისაუბრა: “ბარსა”? ამ თემაზე სათქმელი არაფერია.“-ასეთი პასუხი გასცა ხორხემ კატალონიური გრანდის ინტერესის შესახებ დასმულ შეკითხვას.
როგორც იცით, გუშინ “ბარსელონამ” ჟერარ დეულოფეუს ტრანსფერი დაადასტურა.
