მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
სებალიოსი: “რამდენიმე კვირაში მიღებულ შემოთავაზებებს განვიხილავ”

სებალიოსი: “რამდენიმე კვირაში მიღებულ შემოთავაზებებს განვიხილავ”

“ბეტისის” ნახევარმცველმა, დანიელ სებალიოსმა აღნიშნა, რომ მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას შვებულებიდან დაბრუნების შემდეგ მიიღებს. ესპანელისთვის მადრიდის “რეალი” და “ბარსელონა” იბრძვიან.

ფეხბურთელმა ამის შესახებ ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატის ფინალის შემდეგ ისაუბრა, სადაც “ფურია როხა” გერმანიის ნაკრებთან 0:1 დამარცხდა.

“შესაფერის განწყობაზე არ ვარ და მომავალზე არ ვფიქრობ. ფეხბურთისგან განტვირთვა და ოჯახთან ერთად დასვენება მსურს. რამდენიმე კვირის შემდეგ მიღებულ წინადადებებს განვიხილავ. მინდა, რომ ეს დრო მშვიდად გავატარო.”-ამბობს სებალიოსი AS-თან ინტერვიუში.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში