ესპანელმა ფორვარდმა, ჟერარ დეულოფეუმ “ბარსელონაში” დაბრუნებაზე ისაუბრა. როგორც იცით, კატალონიურმა კლუბმა ახალგაზრდა თავდამსხმელის გამოსყიდვის უფლებით ისარგებლა.
“ბარსელონაში” დაბრუნებით კმაყოფილი ვარ. ეს ჩემი სახლია და გული მწყდება, რომ წარსულში შესაძლებლობების წარმოჩენის შანსი არ მომეცა. ამ თემაზე უკვე ბევრი ვისაუბრეთ.
მომდევნო სეზონში “ბარსელონაში” ვითამაშებ. დიდი მიზნები მაქვს და მსურს, რომ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელებთან ერთად ვიასპარეზო.“-ციტირებს დეულოფეუს სიტყვებს Marca.
