“ინტერის” ნახევარმცველმა, ჯოფრი კონდოგბიამ კარიერა, შესაძლოა, “ბარსელონაში” გააგრძელოს.
Goal-ის ინფორმაციით, კატალონიური კლუბი 24 წლის ფრანგის ტრანსფერზე მაშინ იმუშავებს, თუ მარკო ვერატის ან პაულინიოს გაფორმებას ვერ შეძლებს.
Transfermarkt-ის მონაცემებით, ნახევარმცველი 18 მილიონი ევრო ღირს. მისი მოქმედი ხელშეკრულება იტალიურ კლუბთან 2020 წლის ზაფხულამდეა გათვლილი.

