როგორც იცით, “ბარსელონას” ნახევარმცველის, არდა თურანის ფიზიკური მოუმზადებლობა არაერთი სპორტული გამოცემის განხილვის საგნად იქცა.
30 წლის თურქი ფეხბურთელი შვებულებას საბერძნეთის ერთ-ერთ კუნძლზე ატარებს და როგორც ჩანს, ფორმის შენარჩუნებაზე არ ფიქრობს.

Calciomercato იტყობინება, რომ “ბლაუგრანას” ხელმძღვანელობა თურქის ფიზიკური ფორმით უკმაყოფილოა. დიდი ალბათობით არდა ზაფხულში კატალონიის დედაქალაქს დატოვებს და სამშობლოში დაბრუნდება.
