მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსას” ვიტინიოს 15 მილიონად გამოსყიდვის უფლება ექნება

“ბარსას” ვიტინიოს 15 მილიონად გამოსყიდვის უფლება ექნება

“პალმეირასის” შემტევი ნახევარმცველი, ვიტინიო კარვალიო უახლოეს მომავალში “ბარსელონას” ფეხბურთელი გახდება.

ბრაზილიური კლუბის პრეზიდენტი კატალონიაში ჩაფრინდა რათა 19 წლის მოთამაშის ტრანსფერის დეტალები საბოლოოდ გადაეწყვიტა.

Torcedores-ის ინფორმაციით, “ლურჯ-ბროწეულისფრებს” კარვალიოს 1-წლიანი არენდის სანაცვლოდ 1.5 მილიონი ევროს გადახდა მოუწევთ და მათ პერსპექტიული მოთამაშის 15 მილიონ ევროდ გამოსყიდვის უფლება ექნებათ.
დიდი ალბათობით, ნახევარმცველი “ბარსელონას” სარეზერვო გუნდში იასპარეზებს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში