მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
დეულოფეუ: “მალე ყველაფერს გაიგებთ”

დეულოფეუ: “მალე ყველაფერს გაიგებთ”

“ევერტონის” თავდამსხმელმა, ჟერარ დეულოფეუმ მომავალთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას პასუხი არ გასცა. ესპანეთის ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელმა დაადასტურა, რომ ამჟამად ევროპის ჩემპიონატის ფინალზეა კონცენტრირებული, რომელიც დღეს გაიმართება.

“მომავალზე მოგვიანებით ვისაუბრებ. მოცემულ მომენტში ვერაფერს ვიტყვი, რადგან გერმანიასთან მატჩზე ვარ კონცენტრირებული. მალე ყველაფერს გაიგებთ.”-ციტირებს დეულოფეუს სიტყვებს Sport.

დეულოფეუ “ევერტონს” ეკუთვნის, მაგრამ მის ყოფილ კლუბს, “ბარსელონას” 30 ივლისამდე ჟერარის სატრანსფერო უფლებების 12 მილიონ ევროდ გამოსყიდვა შეუძლია.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში