კლუბის პრეზიდენტი სანდრო როსელი, ვიცე –პრეზიდენტი ბორტემეუ, ტექნიკური დირექტორი ანდონი სუბისარეტა და კლუბის მთავარი მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლა თებერვალში დასხდებიან მაგიდაზე კონტრაქტის გახანგძლივებასთან დაკავშირებით. სავარაუდოდ, როგორც ცნობილია ამ დროისთვის “ბარსელონა” 2 წლიან კონტრაქტს უმზადებს პეპს. სწორედ ამ შეხვედრის დროს გადაწყდება პინტოსა და ბუსკეტსის კონტრაქტის გახანგძილივების თემაც.
ხოლო რაც შეეხება ალვეშს აქ ყველაფერი უფრო რთულადაა, კონტრაქტი შესაძლოა თებერვლამდეც გახანგძლივდეს, მაგრამ ალვეში პასიურობს. მას სურს, რომ დაენიშნოს იმაზე მეტი ანაზღაურება რამდენიც მას დღეს –დღეობით აქვს. კლუბში ვითარება კი ასეთია: მესი 9 მილიონი, ვილია– ჩავი – ინიესტა 7.5 მილიონი, ვალდესი – პიკე – პუიოლი 7 მილიონი. ხელმძღვანელობა სწორედ პიკეს ვალდესის და პუიოლის ნაირ პირობებს სთავაზობს, მაგრამ ალვეში ჯერ – ჯერობით უფრო მეტ ანაზღაურებას ითხოვს. ბრაზილიელთან დაკავშირებით კონტრაქტის გახანგძლივება შესაძლოა რამდენიმე დღეში მოგვარდეს, შესაძლოა უფრო დიდხანსაც გაიწელოს, ჯერ არაფერია ცნობილი.

