მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
დეულოფეუ “რომასაც” მოუნდა

დეულოფეუ “რომასაც” მოუნდა

იტალიურმა “რომამ” თვალი “ბარსელონას” ერთ-ერთ სამიზნეს, ჟერარ დეულოფეუს დაადგა. ამ ინფორმაციას Football Italia ავრცელებს. წყაროს ცნობით, “ჯალოროსი” დეულოფეუში “ლივერპულში” წასული მოჰამედ სალაჰის შემცვლელს ხედავს.

“რომასთვის” პრობლემას ის ქმნის, რომ “ევერტონის” ფეხბურთელის 12 მილიონ ევროდ გამოსყიდვის უფლება “ბარსელონას” აქვს. თუმცა, კატალონიელებს ამ უფლების გამოყენება ხვალინდელი დღის ჩათვლით შეუძლიათ და მართალია, ისინი ამას აპირებენ კიდეც, მაგრამ ვრცელდება ინფორმაცია, რომ მშობლიურ კლუბში დაბრუნების წინააღმდეგი თავად დეულოფეუა. ესპანელ შემტევს ბევრი სათამაშო დრო ჭირდება, რისი მიღებაც მას “რომაში” შეუძლია, “ბარსელონაში” კი – სავარაუდოდ, არა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში