მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
პრეზიდენტი უარყოფს: “საული არსად მიდის”

პრეზიდენტი უარყოფს: “საული არსად მიდის”

“ატლეტიკოს” პრეზიდენტმა, ენრიკე სერესომ განაცხადა, რომ ნახევარმცველი საულ ნიგესი მადრიდულ კლუბს ზაფხულში არ დატოვებს.

“მას “ატლეტიკოსთან” ხანგრძლივი კონტრაქტი აკავშირებს. ნუთუ მთელი ზაფხულის განმავლობაში მისი წასვლის შესახებ კითხვები უნდა დასვათ? ამას გავუმკლავდებით. არ ვფიქრობ, რომ საული სხვა კლუბს შეუთანხმდა.

ნიგესი “ატლეტიკოს” მოთამაშეა და არსად მიდის.”-ციტირებს სერესოს სიტყვებს AS.

ადრე მედიამ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საულით “ბარსელონა” და პსჟ დაინტერესდნენ.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში