Football Italia იტყობინება, რომ “ბეშიქთაში” “ბარსელონას” მცველით, ტომას ვერმაელენით დაინტერესდა.
წყაროს ინფორმაციით, თურქული კლუბი 2018 წლამდე ბელგიელი ფეხბურთელის არენდით გაფორმებას აპირებს. ტომასი კატალონიელთა გეგმებში არ შედის. მედია აგრეთვე წერს, რომ ვერმაელენით “ტორინოც” ინტერესდება.
2016/17 წლები 31 წლის ტომასმა “რომაში” გაატარა, მაგრამ ტრავმის სიხშირის გამო ბელგიელმა სეზონი ჩააგდო.


