კატალონიური Mundo Deportivo-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჟერარ დეულოფეუს მშობლიურ “ბარსელონაში” დაბრუნების სურვილი არ აქვს.
წყაროს ცნობით, კლუბში ამის შესახებ უკვე იციან. მართალია, თავად ფეხბურთელს არაფერი უთქვამს, მაგრამ “ბარსელონას” წარმომადგენლებს ინფორმაცია მე-3 პირისგან აქვთ.
სავარაუდოდ, დეულოფეუს “ბარსელონაში” გადასვლის სურვილი იმიტომ არ აქვს, რომ მას, MSN-ის პირობებში, ცოტა სათამაშო დრო ექნება.
შეგახსენებთ, რომ “ბარსელონას” დეულოფეუს “ევერტონიდან” 12 მილიონად გამოსყიდვის ვადა 30 ივნისის ჩათვლით აქვს.
