კატალოიურმა კლუბმა გუნდის თურქ შემტევ ნახევარმცველს, არდა თურანს ფასი დაადო – 65 მილიონი ევრო. ამ ინფორმაციას, Fanatik-ზე დაყრდნობით, Sport ავრცელებს.
როგორ ცნობილია, 30 წლის ფეხბურთელის შეძენით რამდენიმე ევროპული გუნდია დაინტერესებული და ისინი მზად არიან თურანში 30 მილიონი ევრო გადაიხადონ. ტრანსფერის წინააღმდეგი არც “ბარსელონაა”, მაგრამ კატალონიელებს 65 მილიონი ევროს მიღება სურთ.
თურანი “ბარსელონაში” 2015 წლის ზაფხულში, “ატლეტიკოდან”, 34 მილიონ ევროსა და ბონუსების სანაცვლოდ გადავიდა.
