კატალონიის “ბარსელონას” ერთ-ერთი მთავარი მიზანი ამ სატრანსფერო ფანჯარაზე რომ “არსენალის” მარჯვენა მცველი, ექტორ ბელერინია, ამაში ეჭვი არავის ეპარება. ვინც ფეხბურთელს ახლოს იცნობს, მათ იციან, რომ თავად ესპანელსაც ძალიან სურს მშობლიურ კლუბში დაბრუნება. თუმცა, ჯერ-ჯერობით იგი თავის მომავალზე არ ფიქრობს, რადგან ევროპის 21 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე იმყოფება და ტრანსფერიც “ბლაუგრანასთვის” არასაკმარისი სიჩქარით ვითარდება.
“ბარსელონაში” სურთ, რომ ყველაფერი უახლოეს 10 დღეში მოგვარდეს და თავიანთი ერთ-ერთი პრიორიტეტული მოთამაშის ბედიც კვირანახევარში გადაწყდეს. სხვა შემთხვევაში, კატალონიელები ბელერინს შეეშვებიან და ამ პოზიციაზე სხვა სამიზნეებს მიუბრუნდებიან.
თავად ფეხბურთელმა “ფარულად” გადადგა რამდენიმე ნაბიჯი და “ბარსელონას” ინტერესი მის მიმართ საჯაროდაც სასიამოვნოდ შეაფასა, თუმცა ის თავის მომავალზე მეტს არ საუბრობს. მისი და მისი აგენტის აზრით, ტრანსფერზე მუშაობა ფარულად ჯობია და არსენ ვენგერთან და “არსენალის” ხელმძღვანელობასთან შეთანხმება ასე უფრო მიიღწევა. კატალონიურ გრანდს კი ფლანგელის მალე გაფორმება სურს. ასევე გასათვალისწინებელია, რომ “ბარსელონამ” თავისი ინტერესი უკვე გააცნო “მეთოფეებს”, თუმცა მათგან მტკიცე უარი მიიღო ნებისმიერ მოლაპარაკებებზე. ამ პოზიციამ “კამპ ნოუს” ბინადრები გარკვეულწილად გააოცა, რადგან ლონდონელები, როგორც წესი, ფეხბურთელებს არც თუ ისე რთულად ელევიან და ამის ბევრი მაგალითიც ახსოვთ.
ფეხბურთელი ამჟამად ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატზეა კონცენტრირებული, სადაც იგი დღეს, ნახევარფინალურ ეტაპზე იტალიის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება. ფეხბურთელი იმედოვნებს, რომ ტრანსფერზე მუშაობას ტურნირის დასრულების შემდეგაც მოახერხებს, და ასევე იმედი აქვს, რომ მას 30 ივნისამდე არ გამოემშვიდობება. “ბლაუგრანას” ხელმძღვანელები ფიქრობენ, რომ მათი სტრატეგია საბოლოოდ დაითანხმებს “არსენალს” ფეხბურთელის გაყიდვაზე. თუ ტრანსფერი ისევ რამდენჯერმე დაიბლოკება, მაშინ კატალონიელები სხვა ვარიანტებს მიუბრუნდებიან.
კლუბის მიზანია, რომ ახალწვეულებთან მუშაობა ერნესტო ვალვერდემ რაც შეიძლება მალე დაიწყოს და ეს მათი თანამშრომლობა პრესეზონიდანვე დაიწყოს, რომელიც სტარტს 12 ივლისს აიღებს. მარჯვენა მცველის პოზიციის გაძლიერება კი კატალონიელთა ერთ-ერთი პრიორიტეტია.
თავის მხრივ, ფეხბურთელმა და მისმა აგენტმა, ალბერტ ბოტინესმა იციან, რომ უკვე დიდი ხანია, რაც ბელერინი “ბარსას” პრიორიტეტია და ბოტინესმა რაულ სანლეჰთან, რობერტ ფერნანდესთან და ბართომეუსთან შეხვედრაც გამართა. კლუბს ამ ტრანსფერის გაჩარხვა რაც შეიძლება მალე სურს.
