მადრიდის “ატლეტიკოს” 22 წლის ნახევარმცველი საულ ნიგესი “ბარსელონას” მხრიდან მისით დაინტერესების შესახებ კომენტარს აკეთებს. მისი განცხადებიდან ირკვევა, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელი ტრანსფერს არ გამორიცხავს.
“ბარსელონას” ინტერესი? ამის შესახებ არაფერი მსმენია. ჩემ მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის დასრულების შემდეგ მივიღებ.” – აცხადებს ნიგესი.
გავრცელებული ინფორმაციით, “ბარსელონა” საულს მარკო ვერატის ალტერნატივად განიხილავს.



