მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბეშიქთაში” თურანში 30 მილიონს იხდის

“ბეშიქთაში” თურანში 30 მილიონს იხდის

კატალონიური Mundo Deportivo-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ბეშიქთაში” არდა თურანის შეძენითაა დაინტერსებული და თურქებმა “ბარსელონას” კონკრეტული წინადადებით უკვე მიმართეს.

წყაროს ცნობით, “ბეშიქთაშმა” “ბარსელონას”, თურანის სანაცვლოდ, 30 მილიონი ევრო შესთავაზა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ 30 წლის შემტევი ნახევარმცველის შეძენით ასევე დაინტერესებული არიან “არსენალი” და ლისაბონის “სპორტინგი”.

თურანმა იცის, რომ ის გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელის, ერნესტო ვალვერდეს გეგმებში არ შედის მაღალი კონკურენციის გამო, ის კლუბის გამოცვლას არ გამორიცხავს.

“ბარსელონამ” არდა თურანი 2015 წელს, მადრიდის “ატლეტიკოდან” 35 მილიონ ევროდ შეიძინა. გასული 2 სეზონის განმავლობაში, თურანმა 55 თამაში ჩაატარა, 15 გოლი გაიტანა და 4 ტიტული მოიგო.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში