მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონას” პირველი ოფიციალური შეთავაზება

“ბარსელონას” პირველი ოფიციალური შეთავაზება

როგორც იცით, მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე კატალონიის “ბარსელონა” აქტიურად ცდილობს პსჟ-ს ნახევარმცველის, მარკო ვერატის შეძენას. თავის მხრივ, პარიზელები მოლაპარაკებების დაწყებას 80 მილიონზე ნაკლებად არ აპირებენ. AS-ის ინფორმაციით, “ბლაუგრანა” პირველ ოფიციალურ შეთავაზებას სწორედ დღეს გააკეთბს.
როგორც ჩანს, თავად ვერატის შემდეგ, ლურჯ-ბროწეულისფერებიც დგამენ პირველ ნაბიჯს და როგორც სტატიაში ვკითხულობთ, “სანდო წყაროების” ინფორმაციით, ალ-ხელაიფის ოფისამდე პირველმა ოფიციალურმა წინადადებამ შეიძლება დღეს მიაღწიოს. ესპანურ პრესაში ვრცელდება ტრანსფერის სავარაუდო ღირებულებაც – ამ აუქციონის საწყისი ფასი სწორედ ზემოხსენებული თანხა იქნება.

ამასთან, საინტერესოა რამდენად გაუძლებს პსჟ ვერატის ზეწოლას. ფეხბურთელს ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუკეთებია, მაგრამ მისი რამდენიმე მინიშნების წყალობით ყველასთვის ნათელი გახდა ის, რასაც პრესა ამდენი ხნის განმავლობაში ავრცელებდა – იტალიელს კატალონიაში გადაბარგება სურს. ასევე, გავრცელებული ინფორმაციით, ფეხბურთელი არ აპირებს პრესეზონის პარიზელებთან ერთად დაწყებას 4 ივლისს. შეგახსენებთ, რომ გუშინდელ პრესაში წავიკითხეთ, რომ 24 წლის ნახევარმცველი ახლა “ბარსელონასგან” ელოდა საპასუხო ნაბიჯს, და როგორც ჩანს ეს ნაბიჯი მიმდინარე კვირას არ გადაცდება.

რა თქმა უნდა, პარიზული კლუბი ამ ყველაფრით მაინცდამაინც კმაყოფილი და ბედნიერი ვერაა, თუმცა საქმის ასეთი წარმართვა არც ნასერ ალ-ხელაიფისთვისაა უცხო – გასულ ზაფხულს, იგი ნეიმარს ორჯერ შეხვდა სან პაულოსა და იბიცაში, რათა ფეხბურთელი პარიზში გადაბარგებაზე დაერწმუნებინა. როგორც ჩანს, შეთანხმების მიღწევა კატალონიელებს საკმაოდ სოლიდური და ალბათ, “ბარსელონასთვის” რეკორდული თანხა დაუჯდებათ, მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ პსჟ-ს საკმაოდ ძვირად ღირებულ მიზნებს მიმდინარე ზაფხულში: მბაპე, დემბელე და ბეილი.

ფეხბურთელი რამდენიმე დღეში მშობლიურ იტალიაში დაბრუნდება, სადაც დაასრულებს კიდეც დასვენებას. იქვე დაელოდება მოვლენათა განვითარებას და “ბარსელონას” ოფიციალურ შეთავაზებას, რომელიც შესაძლოა უკვე საფრანგეთის დედაქალაქშიც კი იყოს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში