მარკო ვერატიმ რამდენიმე საათის წინ კიდევ ერთხელ მკაფიოდ დაანახა ყველას თავისი გადაწყვეტილება – უკვე აშკარაა, რომ იტალიელ ფეხბურთელს პსჟ-ს დატოვება და კატალონიის “ბარსელონაში” გადაბარგება სურს და ეს უკვე პარიზული კლუბის ხელმძღვანელობამაც იცის.
შეგახსენებთ, რომ დიდი ხანია პრესაში ვრცელდება ინფორმაცია ფეხბურთელის სურვილის შესახებ, La Gazzetta Dello Sport-მა კი ფრანგებს იმედი ჩაუსახა და მისი მიხედვით ვერატი კლუბში დარჩებოდა, თუ ნასერ ალ-ხელაიფი გუნდს მნიშვნელოვნად გააძლიერებდა. ეს ინფორმაცია გუშინ ვერატიმ 2-ჯერ საკმაოდ აშკარად უარყო სოციალური ქსელის მეშვეობით.
ახლა კი, La Parisien-ის ცნობით, ნახევარმცველი, რომელიც ჯერ კიდე იბიცაზე იმყოფება, ნაბიჯს “ბარსელონასგან” ელის. იგი ფიქრობს, რომ თავისი ნაბიჯი უკვე გადადგა და სურს, რომ “ბარსელონამ” მოლაპარაკებები დაიწყოს, რათა მისი მომავალი პსჟ-ს პრესეზონის დაწყებამდე გადაწყდეს.


