მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ვინიციუსის მშობლები მადრიდამდე “ლა მასიაში” იმყოფებოდნენ

ვინიციუსის მშობლები მადრიდამდე “ლა მასიაში” იმყოფებოდნენ

როგორც El Mundo Deportivo იტყობინება, მადრიდის “რეალის” ახალწვეული, ვინიციუს ჯუნიორი, “ბარსელონათი” აღფრთოვანებული იყო და კატალონიურ კლუბში თამაში ძალიან უნდოდა.

ვინიციუსის ტრანსფერი 23 მაისს გაოფიციალურდა. მადრიდულმა კლუბმა, რომლის მიზანს ახალგაზრდა ტალანტების მიზიდვა წარმოადგენს, ევროპაში ყველას აჯობა და ბრაზილიელიც გაიფორმა. ესპანური პრესის ინფორმაციით კი, ტრანსფერთან ახლოს “ბლაუგრანაც” იყო, თუმცა ფეხბურთელის ფასის გაგების შემდეგ კატალონიელებმა მასზე უარი თქვეს. გავიხსენოთ, რომ ვინიციუსის ყიდვა ფლორენტინო პერესს 45 მილიონ ევროდ დაუჯდა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ფეხბურთელის მშობლები რამდენიმე თვის წინ “ბარსელონას” აკადემიას ეწვივნენ, სადაც მათ კლუბის მენეჯერებმა ყველანაირი შესაძლებლობა და “ლა მასიის” დადებითი მხარეები გააცნეს, ამ ყველაფერმა კი ისინი აღაფრთოვანა. ტრანსფერი თითქმის გადაწყვეტილი იყო, იგი მხოლოდ ღირებულებამ ჩაშალა.

ვინიციუსის შემთხვევა, რომელსაც კატალონიელები 15 წლიდან აკვირდებიან, თითქმის იდენტურია ტეო ერნანდესის შემთხვევისა. მადრიდის “ატლეტიკოს” აღზრდილი ფეხბურთელი “ბარსელონასთან” ახლოს იყო, თუმცა “ბლაუგრანას” ხელმძღვანელობა აქაც მისმა ფასმა დააფიქრა და საბოლოოდ იგი “რეალში” აღმოჩნდა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში