“ბარსელონას” ხელმძღვანელობა და სამწვრთნელო შტაბი შეეგუა იმ აზრს, რომ მიმდინარე სეზონის დასაწყისში კლუბი უსმან დემბელეს გაფორმებას ვერ შეძლებს. თუმცა, კატალონიელები არ დანებდებიან – მათ სტრატეგიის შეცვლა გადაწყვიტეს.
Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, “ბლაუგრანა” დემბელეს 2018/19 წლების სეზონში გაიფორმებს.
ადრე დაიწერა, რომ ესპანური გრანდი დემბელეს შეუთანხმდა და კატალონიური კლუბი “დორტმუნდს” ფრანგის სანაცვლოდ 50 მილიონ ევროს გადაუხდის. ეს ინფორმაცია “დორტმუნდის” სპორტულმა დირექტორმა, მიხაელ ცორკმა უარყო, რომელმაც დაადასტურა, რომ უსმანი ზაფხულში გერმანიას არ დატოვებს.
