“ბარსელონას” ლეგენდამ, ლიონელ მესიმ კარიერის ჩინეთში გაგრძელების ვარიანტზე ისაუბრა. ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლუის სუარესმა არგენტინელ ფორვარდს “სიტიში” ტრანსფერზე უარი ათქმევინა.
“არ შემიძლია იმის თქმა, რომ ჩინეთში არასდროს წავალ. თანამედროვე ფეხბურთში შეუძლებელი არაფერია. ამაზე არასდროს მიფიქრია. ყოველთვის მსურდა კარიერის “ბარსელონაში” დასრულება.
მომდევნო სეზონში რაც შეიძლება მეტი ტიტულის მოპოვებაზე ვარ კონცენტრირებული.”-ციტირებს მესი.
