ესპანური პრესის ინფორმაციით, “ბარსელონა” ზაფხულის სატრანსფერო კამპანიის ჩავარდნასთან ახლოსაა.
ამ დროისთვის, “ლურჯ-ბროწეულისფრები” პრიორიტეტულ კანდიდატთა შორის ვერც ერთი ფეხბურთელის გაფორმებას ვერ ახერხებენ – ვერატი, დემბელე და ბელერინი. სავარაუდოდ, იტალიელი და ესპანელი “კამპ ნოუზე” არ გადაბარგდებიან, რადგან კატალონიური კლუბი მათ სანაცვლოდ მოთხოვნილი თანხის გადახდას არ აპირებს (მარკო – 100, უსმანი – 90).
რაც შეეხება ექტორ ბელერინს, ის ჯერ ესპანეთში დაბრუნებას არ დათანხმებულა.
