მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ვერატი “ბარსელონაში” გადასვლაზე: “ყველაფერი კარგად მიდის”

ვერატი “ბარსელონაში” გადასვლაზე: “ყველაფერი კარგად მიდის”

24 წლის იტალიელმა ნახევარმცველმა, რომელსაც ბოლო დღეებში აქტიურად უკავშირებენ კატალონიის “ბარსელონას”, თავის შესაძლო ტრანსფერზე კომენტარი გააკეთა.
ვერატის სიტყვებს ესპანური Sport.es ციტირებს: “ყველაფერი კარგად მიდის”.
როგორც იცით, ვერატი მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად იბიცაზე ისვენებს. ცხადია, მას ქუჩაში ფანები ხვდებოდნენ და ავტოგრაფს და ფოტოს თხოვდნენ. ასევე, გულშემატკივრებს ძალიან აინტერესებდათ, თუ რა ხდება რეალურად ფეხბურთელის ირგვლივ და შეესაბამება თუ არა ჭორები სიმართლეს. რა თქმა უნდა, მარკო ყველა თხოვნას ღიმილით ასრულებდა, ხოლო როცა საქმე კითხვაზე პასუხის გაცემზე მიდგებოდა, იგი შედარებით ლაკონურად პასუხობდა ზემო აღნიშნულ სიტყვებს.
იტალიელს მეტი არავისთვის არაფერი უთქვამს, თუმცა როგორც ბოლო დღეებში გავრცელდა ინფორმაცია, მას და მის აგენტს აქვთ სტრატეგია და გეგმა, რომლითაც მოახერხებენ პსჟ-ს “აიძულონ” ნახევარმცველის გაშვება.
ასევე, ფეხბურთელთან ერთად გარკვეული დრო გაატარა ხავიერ პასტორემაც. ანალოგიურ კითხვაზე მანაც საკმაოდ მოკლე პასუხი გასცა, რომლის მიხედვითაც მას ვერატისთან მის მომავალზე არ უსაუბრია.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში