ავტორიტეტული ფრანგული გამოცემა Le Parisien “მონაკოს” ახალგაზრდა შემტევის, კილიან მბაპეს საინტერესო კომენტარს ავრცელებს. თუ აქამდე ცნობილი იყო, რომ 18 წლის შემტევს მხოლოდ მადრიდის “რეალში” გადასვლა უნდოდა, ახლა ირკვევა, რომ ის არც “ბარსელონაში” თამაშზე იტყვის უარს.
“კილიანი, ამჟამად, ფიქრის პროცესშია. ის ჯერ ან საშუალო დონის გუნდში უნდა გადავიდეს, ან პირდაპირ გრანდში. თუმცა, მისი საბოლოო მიზანი გარკვეულია: 22 წლამდე ის “რეალში” ან “ბარსელონაში” უნდა გადავიდეს.” – აცხადებს მბაპეს ნათესავი, რომლის ვინაობაც არ კონკრეტდება.
