Football Espana: ვერატი “ბარსელონას” შეუთანხმდა

Football Espana: ვერატი “ბარსელონას” შეუთანხმდა

როგორც Football Espana-ს სტატიაში ვკითხულობთ, ვერატიმ კატალონიის “ბარსელონასთან” პირობები უკვე შეათანხმა, ამრიგად ახლა პსჟ-სთან შეთანხმების მიღწევაღა დარჩა.

Calciomercato.com-ის ცნობით, “ბლაუგრანას” ხელმძღვანელობა 24 წლის ნახევარმცველსა და მის აგენტს, დონატო დი კამპლის შეხვდა, მიუხედავად იმისა, რომ პარიზული კლუბი მარკოს გაყიდვაზე მტკიცე უარს აცხადებს.

ვერატის ამჟამინდელმა კლუბმა უკვე შესთავაზა ახალი კონტრაქტი, რომლის მიხედვითაც იგი წელიწადში 10 მილიონ ევროს მიიღებს. საფრანგეთში ფიქრობენ, რომ ამ ზაფხულში მოახერხებენ ვერატის გადარწმუნებას, რომ იგი კლუბში დარჩეს.

თავის მხრივ, “ბარსელონას” არ უნდა პსჟ-სთან დაძაბული ურთიერთობა გაჭიანურებული ტრანსფერით, ასე რომ, როგორც ჩანს, ძირითადი როლი ნასერ ალ-ხელაიფის გადარწმუნებაში სწორედ იტალიელ ფეხბურთელს დაეკისრება.

ფეხბურთელით ასევე დაინტერესებულები არიან “იუვენტუსი” და მიუნხენის “ბაიერნი”, თუმცა როგორც ესპანურ, ფრანგულ და იტალიურ პრესაში ვკითხულობთ, ვერატის მხოლოდ და მხოლოდ “ბარსელონა” უნდა და მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი მომდევნო სეზონში ლურჯ-ბროწეულისფერი ფორმის მორგება.

არ გამოტოვო მთავარი სიახლეები!

გამოიწერე BarcaMania-ს ოფიციალური არხი Telegram-ზე.

გამოწერა