როგორი იქნება ახალი „ბარსელონა“?

როგორი იქნება ახალი „ბარსელონა“?

ერთი კვირა გავიდა მას შემდეგ, რაც “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელი, ერნესტო ვალვერდე ოფიციალურად შეუდგა სამუშაოს. 53 წლის სპეციალისტმა სავარჯიშო ბაზაზე, “სან ჟოან დესპიზე” პირველად შეაბიჯა. ეს სპორტული კომპლექსი, რომელიც კატალონიის დედაქალაქიდან 10 წუთის სავალზეა არ არსებობდა, როცა ბასკი “ბლაუგრანაში” ფორვარდის სახით ასპარეზობდა.

პირველ კვირაში “ლურჯ-ბროწეულისფერთა” ახალი თავკაცი მხოლოდ ალეიშ ვიდალს შეხვდა, რომელიც მიღებული მძიმე ტრავმის ბოლომდე მოშუშებას ცდილობს. ესპანელი ლატერალი 22 ივლისს, ნიუ იორკში, “იუვენტუსის” წინააღმდეგ გასამართი მატჩისთვის მზად იქნება. ტურინული კლუბი, ცნობისთვის, ირიბადაა დაკავშირებული იმასთან, რომ სწორედ ერნესტომ ჩაიბარა “ბარსელონა”. მიიჩნევენ, რომ ჩემპიონთა ლიგის პირველ მეოთხედფინალურ შეხვედრაში განცდილმა კრახმა და ტურნირის დატოვებამ, ლუის ენრიკეს ასისტენტს, ხუან კარლოს უნსუეს “ბლაუგრანას” მთავარი მწვრთნელის პოსტის დაკავების შანსი გაუქრო.

ჩავარდნამ ხელმძღვანელობას უნსუეზე უარი ათქმევინა, ვალვერდეს სხვა კონკურენტი, ხორხე სამპაოლი კი საბოლოოდ არგენტინის ეროვნული ნაკრების მწვრთნელი გახდა.

“იუვენტუსთან” გასამართი სადებიუტო მატჩის შემდეგ, ვალვერდეს “ბარსელონა” 26 ივლისს, ვაშინგტონში, “მანჩესტერ იუნაიტედს” დაუპირისპირდება. ეს იქნება მოსამზადებელი პროცესი პრე-სეზონის ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპისთვის, რაც ზედიზედ 3 “კლასიკოს” გულისხმობს.

დასაწყისში, ვალვერდეს შეგირდები “რეალს” მაიამიში, ამერიკული ტურნირის ფარგლებში შეხვდებიან, აგვისტოში კი ეს ორი კლუბი ესპანეთის სუპერ თასისთვის იბრძოლებს.

ჭიანჭველა ვერატის ელის

მარკო ვერატი (ფოტოზე) ჭორების მიხედვით, ახლო მომავალში “ბარსელონას” ფეხბურთელი გახდება.

თავის წინა კლუბებში ვალვერდე საკმარისად ხშირად ცვლიდა ტაქტიკურ სქემას, მაგრამ “ბარსასთვის” დამახასიათებელი მოდელი, 4-3-3 მას არასდროს გამოუყენებია. მიუხედავად ამისა, ჭიანჭველამ, როგორც მას ესპანეთში უძახიან, უკვე განაცხადა, რომ “ბლაუგრანა” ამ ფორმაციის ერთგული დარჩება. ნახევარდაცვაში მოსალოდნელია მნიშვნელოვანი ცვლილებები. ბასკ სპეციალისტს სურს, რომ სერხიო ბუსკეტსს დახმარება სისტემის შესაფერისმა ფეხბურთელმა გაუწიოს, რომელიც მოედნის ცენტრის გაკონტროლებასა და შეტევის განვითარებას შეძლებს.

როგორც ჩანს, კატალონიელთა კაპიტანი, ანდრეს ინიესტა გუნდის მაისურით ბოლო სეზონს ჩაატარებს. 33 წლის ნახევარმცველი კონტრაქტს არ ახანგრძლივებს. სავარაუდოდ, 2018 წლის მუნდიალის შემდეგ ის კარიერას ესპანეთის ფარგლებს გარეთ გააგრძელებს. ყველაზე ხშირად ახსენებენ ორ ვარიანტს – ამერიკასა და ყატარს, სადაც მისი პარტნიორი, ჩავი ერნანდესი ასპარეზობს.

ცნობისთვის, ჩავიმ რამდენიმე წლის წინ განაცხადა, რომ ნახევარდაცვაში მის შემცვლელად მარკო ვერატის ხილვა სურს: “მარკოს “ბარსელონას” დნმ აქვს, ის გუნდის სათამაშო სტილს მოერგება და შედეგიანი იქნება. ახლა კი, როდესაც კატალონიის დედაქალაქის დატოვებას ერნანდესის მსგავსად, ინიესტაც გეგმავს, “ბლაუგრანას” მთავარი სატრანსფერო სამიზნე, სწორედ 24 წლის იტალიელი გახდა.

პსჟ-ს ნახევარმცველი ბარსელონადან 300 კილომეტრში, იბიცაზე ისვენებს და დროს ტყუილად არ კარგავს. თავდაპირველად ვერატი “ბლაუგრანას” დირექტორს, ხავიერ ბორდამოსს შეხვდა და მას კატალონიურ კლუბში ასპარეზობის სურვილი განუცხადა, შემდეგ კი მარკომ ლიონელ მესისთან ივახშმა.

აგრეთვე, მარკომ ესპანური გაზეთით ხელში ფოტოსურათიც კი გადაიღო, რომელიც საზოგადოებას მის კატალონიურ კლუბში შესაძლო გადასვლაზე ამცნობს.

სწორედ ეს გაზეთები გვარწმუნებენ, რომ კატალონიაში გადაბარგების მიზნით, ვერატი პსჟ-ზე ზეწოლას მოახდენს. ტრანსფერის ორიენტირებული ფასი 80-100 მილიონი ევრო იქნება.

ადგილი მესისთვის

ფილიპე კოუტინიო – კიდევ ერთი ფეხბურთელი, რომლითაც “ბარსელონა” ინტერესდება.

ამან, შესაძლოა, გასული სეზონის იმედგაცრუების – ანდრე გომეშის “ბარსელონადან” წასვლა გამოიწვიოს, რომლისადმი ინტერესს ევროპული გრანდები კვლავ ინარჩუნებენ. თუმცა, ვალვერდემ განაცხადა რომ პორტუგალიელსა და პაკო ალკასერს შესაძლებლობების წარმოჩენის შანსს მისცემს. სავსებით ლოგიკური იქნება, თუ ბასკი სპეციალისტის ხელმძღვანელობით, ამ მოთამაშეების პროგრესს ვიხილავთ.

სავარაუდოდ, “ბარსელონა” ანდრეს გაშვებაზე დაფიქრდება, თუ რომელიმე კლუბი მას 35-მილიონიანი წინადადებით მიმართავს. “ვალენსიადან” გომეში კატალონიელებმა სწორედ ამ თანხის სანაცვლოდ გადმოიბირეს. საქმე იმაშია, რომ ვერატის ტრანსფერთან ერთად, მოედნის ცენტრში სერჟი რობერტოს დაბრუნება იგეგმება, ამ შემთხვევაში კი გუნდს ძალიან ბევრი შემტევი სტილის ნახევარმცველი ეყოლება. რაკიტიჩი, ინიესტა, რაფინია, დენის სუარესი, თავად პორტუგალიელი და არდა თურანი (სავარაუდოდ თურქი კლუბს დატოვებს).

ბუსკეტსის როლი ეჭვს არ ექვემდებარება, ნახევარდაცვის მუდმივი წევრი კი, შესაძლოა, ლიონელ მესიც გახდეს. თუ რა პოზიციაზე ითამაშებს არგენტინელი ვალვერდეს ხელმძღვანელობით, ჯერჯერობით, უცნობია. ჭორების თანახმად, ახალ მწვრთნელს ლეგენდარული “ათიანის” ხილვა ცენტრში, ფორვარდთა სამეულის უკან ხილვა სურს.

შეტევის ფლანგის გაძლიერება – “ბარსელონას” კიდევ ერთი მიზანი. კატალონიური პრესა კანდიდატებად ფილიპე კოუტინიოს, უსმან დემბელესა და “ბლაუგრანას” აღზრდილ დეულოფეუს ასახელებს, რომელიც ძირითად შემადგენლობაში გარანტირებულ ადგილს ითხოვს.

ამასთანავე, კატალონიის დედაქალაქს დაუბრუნდა მუნირ ელ ჰადადი, რომლისადმი ინტერესს ამსტერდამის “აიაქსი” იჩენს. სავარაუდოდ, ვალვერდე მას თავის გამოჩენის შანსს მისცემს.

დაცვის გაძლიერება

კატალონიელებმა მარლონ სანტოსის (ფოტოზე) უფლებები გამოისყიდეს.

“ბარსელონა” მარჯვენა მცველს ეძებს, პრიორიტეტი კი გუნდის მიერ აღზრდილი ექტორ ბელერინია, რომელიც 2011 წელს ლონდონის “არსენალს” შეუერთდა. თუ “ბლაუგრანა” “მეთოფეებს” ვერ შეუთანხმდება, ხელმძღვანელობა “ბენფიკის” 23 წლის ლატერალის, ნელსონ სემედუს ტრანსფერზე იმუშავებს.

ამავდროულად, ვალვერდეს “ბარსელონას” პირველი შენაძენი ცენტრალური მცველი, 21 წლის მარლონ სანტოსი გახდა. ბრაზილიის ახალგაზრდული ნაკრების მოთამაშე კატალონიურმა კლუბმა გასულ წელს, არენდის წესით, სარეზერვო გუნდისთვის დაიმატა.

მარლონმა ღირსეულად არამხოლოდ “ბარსელონა ბ”-ს რიგებში, არამედ ჩემპიონთა ლიგაზე, “სელტიკის” წინააღმდეგ იასპარეზა. აგრეთვე, მან მონაწილეობა მიიღო ესპანეთის ჩემპიონატის ბოლო ორ მატჩში “ლას პალმასისა” და “ეიბარის” წინააღმდეგ. ტრანსფერის ფასი – 5 მილიონი ევრო.

“ბლაუგრანამ” “ფლუმინენსეს” 1.8 მილიონი გადაუხადა, რადგან წარსულში ამ კლუბმა “ბლაუგრანასგან” ჟერსონ სანტოსის გამოსყიდვის პრიორიტეტული უფლების სანაცვლოდ, 3.2 მილიონი მიიღო. საბოლოოდ, ესპანეთის ვიცე-ჩემპიონებმა ეს შესაძლებლობა არ გამოიყენეს.

მარლონი ჟერემი მატიეს შემცვლელია, რომელსაც “ბარსელონა” ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ მატჩში ჩავარდნის შემდეგ აღარ ენდობა. ჟორდი კრუიფს თუ დავუჯერებთ, “ლურჯ-ბროწეულისფრებს” გაძლიერება მაღალი სატრანსფერო ფასების გამო გაუჭირდებათ. კატალონიელების რადარზე სხვადასხვა გუნდთა წამყვანი ფეხბურთელები იმყოფებიან. როგორ შეიცვლება ერნესტოს “ბლაუგრანა” ამას მხოლოდ დრო გვიჩვენებს…

“ბარსელონას” ახალი მთავარი მწვრთნელი, ერნესტო ვალვერდე.

სტატიის ორიგინალის ავტორი – ალექსანდრ ვიშნევსკი. ნათარგმნია სპეციალურად, Barcamania.ge-სთვის…

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (11)

  • apasna123
    21 ივნ 2017, 21:31

    კრუიფს ვეტანხმები…

  • გოგიტა
    21 ივნ 2017, 14:20

    ციტატა: ravicierti

    ციტატა: MU1810
    სლეგუნდი იქნება ვალვერდეს იმედზე ჩემი მტერი იქნა.ვერატი კიდე მაგარი გაპიარებულია შუშის იგროკია იმენა.კროსი მოდრიჩი პოგბა კანტე დელე ალი ინიესტა ტიაგო. აი ამათ ყ ლ ე ზე დაასკდეს ვერატი :დდდდდდდდდ


    კანტეო :Dდდდდდდ დელე ალი :დდდდდდდდდდდდდდდდდდ პოგბა laughing joy


    ბოდიში ადმინ ცენზურის გამო მაგრამ შეიძელბა მაგათ ზოგიერთს ვერატიზე დიდი ყლეა აქვს მაგრამ არა უკეთესი თამაში 😀 😀

  • MU1810
    21 ივნ 2017, 11:34

    სლეგუნდი იქნება ვალვერდეს იმედზე ჩემი მტერი იქნა.ვერატი კიდე მაგარი გაპიარებულია შუშის იგროკია იმენა.კროსი მოდრიჩი პოგბა კანტე დელე ალი ინიესტა ტიაგო. აი ამათ ყ ლ ე ზე დაასკდეს ვერატი :დდდდდდდდდ

  • Lukitinho
    21 ივნ 2017, 11:13

    ვერატი უეჭველი ჩვენია ძაან უნდა გადმოსვლა და პსჟ არ უშვებს მარა ვერატის ისე უნდა სხვა გზა არ დარჩებათ

  • Johan Cruyff 14
    21 ივნ 2017, 10:14

    კარგი სტადიაა ადმინ <3 წარმატებები ბიჭებს. თუ დავუშვათ 4-2-3-1 იქნა მაშინ არ იქნება ურიგო ნეიმარი მესი დემბელეს სამეულის შეტევა და ცენტრ ფორვარდი სუარზ. ნახევარდაცვა ვერატი ბუკეტსი.რავიცი ამ კაცმა იცის 4:2:3:1 მაგრამ რამდენად ცაჯდება ჩვენს სქემაში ეს გასარკვევია.

  • Gerip3
    21 ივნ 2017, 10:08

    ციტატა: xaviman
    ყველაზე მეტად დემბელე მინდა ეს მეორე ხადისხოვანია ტყუილად ცდილობს ბარსა ამის წამოყვანას მაინც არავ8ნ გამოუშვებს თუ 100მილიონამდე არ გაზრდის და მაგდენს ბარსა არ გადაიხდის


    სადაც დემბელეში 90იხდიან რომელიც არღირს ამდენი იქ ვერატიში არმგონია მოჟმოტონ თანგუნდს ძალიან სჭირდება

  • marko verratti
    21 ივნ 2017, 09:54

    არა მგონია ვერატი მოვიდეს ესენი საულს იყიდიან დარმუნებული ვარ ეს ტავსლე ბოსები არდაზე და მატიე რაფინიაზე ხელფასის გადახდას გაყიდეტ ბლიად და მაგი ფული დაუმატეტ და მოიყვანეთ ვერატი რა სლეები არიან ბლიად ასის გადახდა არ უნდათ აბა აბა მაშინ 5 მილიონად ემრეა ბელოზოღლუ და ის მოიყვანეტ მაშინ ბარტომეუ შენს ოჯახში ირბინა მთელმა ბარსამანიამ და პიკემ

  • ini888
    21 ივნ 2017, 09:41

    Unda moitvanon verati 150 ro dajdes messiss uwevss ukan chamosvla da burtis wagebaa verati gvchirdeba sasicocxlot da marjvena mcveli ffuliis metii Ra aqvt gaagdon cotaa iyidon verati tooo sity rasac daufaseben agarc vachroben pirdapir yiduloben da Tu 100 itxoven gadauxadon ragass vachroben

  • xaviman
    21 ივნ 2017, 09:23

    ყველაზე მეტად დემბელე მინდა ეს მეორე ხადისხოვანია ტყუილად ცდილობს ბარსა ამის წამოყვანას მაინც არავ8ნ გამოუშვებს თუ 100მილიონამდე არ გაზრდის და მაგდენს ბარსა არ გადაიხდის

  • lucho pepi
    21 ივნ 2017, 07:11

    Veratti mgonia mova tqven ras piqrobt lomeboo?

  • lado-barca
    21 ივნ 2017, 03:50

    ძაან კაი სტატიაა მაგრამ ინი არუნდა წავიდეს რა! persevere