“პარი სენ-ჟერმენმა” უარყო “ბარსელონას” პირველი შემოთავაზება მარკო ვერატის ტრანსფერთან დაკავშირებით.
ესპანური პრესის ინფორმაციით, “ბლაუგრანამ” 24 წლის ნახევარმცველის სანაცვლოდ პარიზელებს 70 მილიონი ევრო შესთავაზა, რამაც ფრანგული კლუბი არ დააკმაყოფილა.
საფრანგეთის ვიცე-ჩემპიონი გუნდის წამყვან ფეხბურთელს მინიმუმ 100 მილიონ ევროდ გაუშვებს.
