როგორც Mundo Deportivo იუწყება, კატალონიის “ბარსელონას” საკალათბურთო გუნდის ყოფილი და “პანათინაიკოსის” ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელი ჩავი პასკუალი გასული კვირის ბოლოს ავად გახდა და როგორც ირკვევა, მას გულზე აქვს პრობლემები.
სტატიაში ვკითხულობთ, რომ სპეციალისტი კარდიოლოგს ოთხშაბათს შეხვდება, მისგან საბოლოო ვერდიქტს მოისმენს და მკურნალობის კურსსაც შეუდგენენ.
შეგახსენებთ, რომ პასკუალის “ბარსელონური” კარიერა 12 წლის განმავლობაში გრძელდებოდა – 2004-2005 წლებში იგი “ბარსელონა ბ”-ს მთავარი მწვრთნელი იყო, 2005-2008 წლებში “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელის ასისტენტი, 2008-2016 წლებში კი – მთავარი მწვრთნელი.



