ესპანური პრესის ინფორმაციით, “ინტერი” “ბარსელონას” ორი ფეხბურთელით დაინტერესდა.
“ნერაძურის” ინტერესის სფეროში განაპირა მცველები, ლუკა დინი და ალეიშ ვიდალი მოხვდნენ. იტალიურმა გრანდმა ფრანგისა და ესპანელის შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებით წინასწარი მოლაპარაკება უკვე გამართა.
2016/17 წლების სეზონში დინმა “ბარსელონას” მაისურით 26 მატჩი ჩაატარა, ხოლო ვიდალმა – 12.