მოგეხსენებათ, რომ “პარი სენ-ჟერმენის” ხელმძღვანელობა გუნდის იტალიელი ნახევარმცველის, მარკო ვერატის კატალონიის “ბარსელონაში” გაშვებაზე თანახმა არაა.
საფრანგეთის ვიცე-ჩემპიონების პრეზიდენტმა, ნასერ ალ ხელაიფიმ განაცხადა, რომ გუნდი ვერატის გაყიდვას არ აპირებს. მიუხედავად ამისა, “ლურჯ-ბროწეულისფერთა” ხელმძღვანელობა ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ პარიზელებმა იტალიელს წასვლის უფლება მისცენ.
თავად ფეხბურთელის სურვილი უკვე ყველასთვის ცნობილია, ერთადერთი რამ, რაც ამ ტრანსფერის სისრულეში მოიყვანს, ალ ხელაიფის დარწმუნებაა, მოლაპარაკებები ჯერ კიდევ მიმდინარეობს.
