2 წლის წინ, “ბარსელონამ” ჟერარ დეულოფეუ 5 მილიონი ევროს სანაცვლოდ “ევერტონში” არენდის წესით გაანათხოვრა, ახლა კი ის 12 მილიონად დაიბრუნა.
The Times-ისა და The Telegraph-ის ინფორმაციით, იტალიაში ნაჩვენებმა მაღალი დონის თამაშმა, კატალონიური კლუბი დეულოფეუს დაბრუნებაში დაარწმუნა.
2016/17 წლების სეზონში დეულოფეუმ “ევერტონის” მაისურით 13, “მილანის” რიგებში კი 18 შეხვედრა ჩაატარა. აგრეთვე შედგა მისი დებიუტი ესპანეთის ეროვნულ გუნდშიც.


