“ევერტონის” ესპანელი ვინგერი ჟერარ დეულოფეუ, რომელიც ამჟამად არენდის წესებით “მილანში” გამოდის, შესაძლოა, ამ ზაფხულს კატალონიის “ბარსელონაში” დაბრუნდეს.
თუ ესპანურ პრესას დავუჯერებთ, “ლურჯ-ბროწეულისფრები” მზად არიან “მერსესაიდელებს” 23 წლის ესპანელის სანაცვლოდ 12 მილიონი ევრო შესთავაზონ.
შეგახსენებთ, რომ დეულოფეუ “ბარსელონას” ღირსებას 2003-2015 წლებში იცავდა, შემდეგ კი იგი 5 მილიონ ევროდ ინგლისის პრემიერ ლიგაში გადაბარგდა.


