Bild-ის ინფორმაციით, “ბორუსიას” მთავარი მწვრთნელი, პეტერ ბოში “ბარსელონას” შემტევი ნახევარმცველით, ლი სუნგ ვუთი ინტერესდება.
ჰოლანდიელი სპეციალისტი დარწმუნებულია, რომ 19 წლის მოთამაშე მის გუნდს დაეხმარება. გერმანული კლუბი იმედოვნებს, რომ “ბლაუგრანაში” არსებული კონკურენცია ლის “ბორუსიაში” გადასვლის ვარიანტის განხილვისკენ უბიძგებს.
ლისადმი ინტერესს გერმანულ გრანდთან ერთად, მანჩესტერული კლუბებიც იჩენენ.
